ვებ-აპლიკაციების და SaaS-ის შექმნა
როცა Excel-ის ცხრილები და ხელით გადაგზავნილი ფაილები აღარ გყოფნით, ვქმნით ვებ-სისტემას, რომელიც თქვენს პროცესს ზუსტად მიჰყვება: შეკვეთები, კლიენტები, დოკუმენტები და ანგარიშები ერთ ადგილას.
სისტემა თქვენს პროცესზე
მზა პროგრამები ხშირად ან ზედმეტად რთულია, ან ზუსტად იმას ვერ აკეთებს, რაც გჭირდებათ. ინდივიდუალური ვებ-აპლიკაცია იწყება თქვენი სამუშაო პროცესის აღწერით: ვინ რას აკეთებს, რა ინფორმაცია მოძრაობს და სად იკარგება დრო.
ვაწყობთ ეტაპობრივად: ჯერ ყველაზე საჭირო ნაწილს ვუშვებთ, მერე ვზრდით. სისტემა ბრაუზერში მუშაობს, ტელეფონიდანაც ხელმისაწვდომია და შეიძლება დაუკავშირდეს ბუღალტერიას, ბანკს, SMS-ს თუ სხვა სერვისებს. ჩვენივე გამოცდილებიდან: MDFDesk-ის, Auto Import Portal-ისა და სხვა პროექტების მაგალითი პროექტების გვერდზე ნახეთ.
რას მოიცავს
პროცესის ანალიზი
სამუშაო ნაკადის აღწერა და სისტემის გეგმა.
ავტორიზაცია და როლები
ვინ რას ხედავს და რის შეცვლა შეუძლია.
ინტეგრაციები
API, ბანკი, SMS, ელ-ფოსტა და სხვა სისტემები.
ანგარიშები
ცხრილები, ფილტრები და ექსპორტი Excel-ში.
უსაფრთხოება
დაშიფრული კავშირი, სარეზერვო ასლები და ქმედებების ჟურნალი.
მხარდაჭერა და განვითარება
გაშვების შემდეგაც ვასწორებთ და ვამატებთ ფუნქციებს.
როგორ ვმუშაობთ
ანალიზი
ვსწავლობთ პროცესს და ვწერთ ტექნიკურ დავალებას.
პროტოტიპი
ვაჩვენებთ ეკრანებს, სანამ კოდის წერას დავიწყებთ.
ეტაპობრივი აწყობა
ყოველი ეტაპის შემდეგ ხედავთ და ამოწმებთ შედეგს.
გაშვება და მხარდაჭერა
ვრთავთ, ვასწავლით გუნდს და ვაგრძელებთ განვითარებას.
პაკეტები და ფასები
ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ზუსტ შეთავაზებას თქვენს საჭიროებაზე მოვარგებთ.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ვებ-აპლიკაცია?
კოდი ვის ეკუთვნის?
არსებულ სისტემებთან დაკავშირება შეიძლება?
აღგვიწერეთ თქვენი პროცესი
მოგვწერეთ, სად გეკარგებათ დრო ან რა გინდათ ავტომატიზაცია. ერთად დავგეგმავთ პირველ ეტაპს.
დაგვიკავშირდით