საიტის დამზადება
ვქმნით საიტებს, რომლებიც სწრაფად იტვირთება, მობილურზე კარგად ჩანს და კლიენტს მარტივად მიიყვანს მოთხოვნამდე. ტექსტს, სურათებს და ფასებს თავად მართავთ ადმინ-პანელიდან.
საიტი, რომელიც კლიენტს მოგიყვანთ
საიტი ხშირად კომპანიასთან პირველი შეხებაა: ადამიანი Google-ში ეძებს მომსახურებას, ხსნის რამდენიმე ბმულს და რამდენიმე წამში წყვეტს, ვის მიწეროს. ამიტომ ვფიქრობთ არა მხოლოდ დიზაინზე, არამედ სიჩქარეზე, გასაგებ სტრუქტურაზე და იმაზე, რომ ტელეფონიდან დარეკვა ან ფორმის შევსება ერთ შეხებაში ხდებოდეს.
ყველა საიტს ვაწყობთ ისე, რომ შემდეგ თავად შეძლოთ ტექსტების, სურათების, სერვისებისა და სიახლეების განახლება, დეველოპერის დახმარების გარეშე. ენები, SEO-ს ველები და გაზიარების სურათები თითო გვერდზე ადმინ-პანელიდან იცვლება.
რას მოიცავს
ინდივიდუალური დიზაინი
თქვენს ბრენდზე მორგებული, შაბლონის გარეშე.
მობილური პირველ რიგში
ტელეფონზე, პლანშეტზე და კომპიუტერზე ერთნაირად კომფორტული.
ადმინ-პანელი
ტექსტები, სურათები, სერვისები და სიახლეები თავად იცვლება.
სამი ენა
ქართული, ინგლისური და რუსული, თითოეულს საკუთარი მისამართით.
SEO-ს საწყისი გამართვა
სათაურები, აღწერები, sitemap და Google Search Console.
სიჩქარე და უსაფრთხოება
SSL, ოპტიმიზებული სურათები და დაცული ფორმები.
როგორ ვმუშაობთ
გაცნობა
ვარკვევთ მიზანს, აუდიტორიას და საჭირო გვერდებს.
დიზაინი
გიჩვენებთ მაკეტს და ვასწორებთ, სანამ არ მოგეწონებათ.
აწყობა
ვაწყობთ საიტს, ვავსებთ კონტენტს და ვამოწმებთ ყველა მოწყობილობაზე.
გაშვება
ვრთავთ დომენზე, ვაბამთ Google-ს და გასწავლით ადმინ-პანელს.
პაკეტები და ფასები
ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ზუსტ შეთავაზებას თქვენს საჭიროებაზე მოვარგებთ.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანში მზადდება საიტი?
შემდეგ თავად შევძლებ ტექსტის შეცვლას?
დომენი და ჰოსტინგი ვისზეა?
SEO შედის ფასში?
მოდით, თქვენი საიტი დავგეგმოთ
მოგვწერეთ, რას საქმიანობთ და რა გჭირდებათ. უფასოდ შევაფასებთ და ზუსტ შეთავაზებას მოგიმზადებთ.
დაგვიკავშირდით