IT მხარდაჭერა კომპანიებისთვის
თქვენი კომპანიის IT ჩვენზეა: კომპიუტერები, ქსელი, ფოსტა, ლიცენზიები და უსაფრთხოება. გუნდი მუშაობს, IT-ის პრობლემებზე კი ჩვენ ვფიქრობთ.
რატომ IT აუთსორსინგი
მცირე და საშუალო კომპანიას ხშირად არ სჭირდება სრულ განაკვეთზე IT სპეციალისტი, მაგრამ IT-ის გაჩერება ყოველთვის ძვირი ჯდება: არ მუშაობს ინტერნეტი, ფოსტა ან პრინტერი, ან ვიღაცამ ფაილები დაკარგა. IT მხარდაჭერის პაკეტით გყავთ გუნდი, რომელიც თქვენს ინფრასტრუქტურას იცნობს და პრობლემას სწრაფად აგვარებს.
პაკეტები თანამშრომლების რაოდენობით არის დაყოფილი, ამიტომ იხდით იმ მოცულობაში, რაც რეალურად გჭირდებათ. ვართ Microsoft-ის ოფიციალური CSP პარტნიორი და ვმუშაობთ Google Workspace-თანაც, ასე რომ ლიცენზიებს და ფოსტასაც ერთ ადგილას მართავთ.
რას მოიცავს
მომხმარებლების მხარდაჭერა
დახმარება დისტანციურად და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე.
კომპიუტერები და პრინტერები
დაყენება, განახლებები და პრობლემების მოგვარება.
ქსელი და Wi-Fi
როუტერები, წვდომა და სტაბილური კავშირი ოფისში.
ფოსტა და ლიცენზიები
Microsoft 365, Google Workspace და მომხმარებლების მართვა.
უსაფრთხოება
ანტივირუსი, ორფაქტორიანი ავტორიზაცია და პაროლების პოლიტიკა.
სარეზერვო ასლები
მნიშვნელოვანი მონაცემების რეგულარული ასლები.
როგორ ვიწყებთ
აუდიტი
ვეცნობით თქვენს კომპიუტერებს, ქსელს და ანგარიშებს.
გეგმა
გეუბნებით, რა უნდა გასწორდეს დაუყოვნებლივ და რა მოიცდის.
მოწესრიგება
ვასწორებთ ხარვეზებს და ვაწესრიგებთ წვდომებს.
მუდმივი მხარდაჭერა
მოთხოვნებზე ვპასუხობთ და სისტემას რეგულარულად ვამოწმებთ.
პაკეტები და ფასები
IT მხარდაჭერა — Micro (1–9 თანამშრომელი)
მცირე ოფისის სრული IT მხარდაჭერა.
შეთავაზების მოთხოვნაIT მხარდაჭერა — Small (10–25 თანამშრომელი)
მზარდი გუნდის IT საჭიროებები.
შეთავაზების მოთხოვნაIT მხარდაჭერა — Medium (26–60 თანამშრომელი)
გაფართოებული SLA და პრიორიტეტული რეაგირება.
შეთავაზების მოთხოვნაIT მხარდაჭერა — Large (60+ თანამშრომელი)
მსხვილი ინფრასტრუქტურა — ინდივიდუალური პირობებით.
შეთავაზების მოთხოვნაფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ზუსტ შეთავაზებას თქვენს საჭიროებაზე მოვარგებთ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ირჩევა პაკეტი?
ადგილზეც მოდიხართ?
Microsoft 365-ის ლიცენზიებსაც თქვენგან ვიყიდით?
IT, რომელზეც აღარ ფიქრობთ
მოგვწერეთ, რამდენი თანამშრომელი გყავთ და რას იყენებთ. შეგირჩევთ შესაფერის პაკეტს.
დაგვიკავშირდით