ყველა პროექტი
კორპორაციული ვებგვერდი · სამშენებლო კომპანია

LN.GE

კორპორატიული ვებ-გვერდი

LN Construction-ის კორპორაციული ვებგვერდისა და ადმინ პანელის სრული რედიზაინი — კომპანიის საკუთარ ფერებში, სამ ენაზე და მობილურზე ორიენტირებული.

პლატფორმაკორპორაციული საიტი + ადმინ პანელი
ენებიქართული · English · Русский
ტექნოლოგიაPHP 8 · MySQL · cPanel
ვერსიარედიზაინი · 2026
LN.GE
3ენა — KA, EN, RU
9ადმინ პანელის განყოფილება
3ბრენდული ელ-წერილის შაბლონი
2ეტაპი შესვლისას: პაროლი + კოდი
01

რა პრობლემები გადაიჭრა

ln.ge არის თბილისში მოქმედი სამშენებლო კომპანიის — LN Construction-ის — კორპორაციული ვებგვერდი. Appy-მ საიტი და ადმინ პანელი ნულიდან გადააკეთა. არსებული მონაცემთა ბაზა შენარჩუნდა — არცერთი მონაცემი არ დაკარგულა.

01მოძველებული ვიზუალი

ზოგადი შაბლონი ჩაანაცვლა ბრენდზე მორგებულმა დიზაინმა, LN-ის რეალურ პროექტების ფოტოებზე აგებულმა.

02წერილები არ მოდიოდა

ფორმა და ზარის მოთხოვნა სერვერის ფოსტით იგზავნება; შეცდომისას ვიზიტორი ამას გულახდილად ხედავს.

03კონტენტის რთული მართვა

ცხრა განყოფილებიანი ადმინ პანელი; სათაურები და აღწერები სამივე ენაზე ბარათიდანვე რედაქტირდება.

04სუსტი მობილური ვერსია

ყველა ბლოკი ტელეფონისთვის თავიდან დაპროექტდა: სრულეკრანიანი მენიუ, კომპაქტური ბარათები.

05უსაფრთხოების ხარვეზები

ძველი ადმინ წერტილები დაიხურა, ყველა მოთხოვნა prepared statements-ით, ყველა ფორმა CSRF-ით დაცული.

02

ვიზიტიდან ზარამდე

საიტი ერთი სწრაფი გვერდია სექციებით, და მთელი გზა ერთ მიზანს ემსახურება: ვიზიტორი LN-ის კლიენტად აქციოს.

1
ვიზიტიკომპიუტერი ან ტელეფონი
2
დათვალიერებასერვისები · პროექტები
3
მოთხოვნაზარი ან შეტყობინება
4
ელ-წერილიLN-ის ფოსტაში
5
ზარიLN-ის გუნდისგან
03

საჯარო ვებგვერდი

პირველივე ეკრანი პროექტის სრულეკრანიანი ფოტოა მუქი გრადიენტით — სათაური ყოველთვის იკითხება, რა ფოტოც არ უნდა ატვირთოს ადმინმა.

  • ენის გადამრთველი ტექსტით KA · EN · RU და „მოითხოვე ზარი“ ჰედერში
  • ანიმირებული მრიცხველები — ციფრები ადმინიდან იცვლება
  • ჰედერი ჩამოსქროლვისას ბუნდოვან მუქ ზოლად იქცევა
Hero — სათაური, ორი ღილაკი და მთავარი ციფრები
04

სერვისები

თითოეული სერვისი დანომრილი ბარათია აიქონით, სათაურით და მოკლე აღწერით.

  • hover-ზე ბარათს ნარინჯისფერი ხაზი უნათდება
  • სერვისები, მათი რიგი და აიქონები ადმინიდან იმართება
  • ტელეფონზე ბარათები კომპაქტურ რიგებად ლაგდება
სერვისების ბადე
05

პროექტები

bento-სტილის გალერეა: პირველი პროექტი დიდია, დანარჩენები ბადეში. დაჭერით ფოტო სრულ ეკრანზე იხსნება სათაურით და აღწერით.

  • ტელეფონზე lightbox თითით გადაიფურცლება
  • რიგი ადმინში გადათრევით იცვლება — პირველი ხდება დიდი
  • ახალი პროექტი: ფოტო, სათაური — და მზადაა
პროექტების გალერეა
06

მოთხოვნები, რომლებიც მოდის

LN-თან დაკავშირების ოთხი გზაა. „მოითხოვე ზარი“ მხოლოდ ტელეფონის ნომერს ითხოვს.

  • ფორმები გვერდის გადატვირთვის გარეშე მუშაობს და შეცდომისას ჩაწერილს ინახავს
  • სპამისგან დაცვა captcha-ს გარეშე: დამალული ველი და 20-წამიანი ლიმიტი
  • წერილი თუ ვერ გაიგზავნა, ვიზიტორი ამას ხედავს — ყალბი „გაიგზავნა“ არ არის
„მოითხოვე ზარი“ — ერთი ველი
07

ბრენდული ელ-წერილები

ყველა წერილი ერთ ბრენდულ შაბლონზეა: LN-ის ლოგო, ნარინჯისფერი ხაზი და სუფთა თეთრი ტექსტი. ერთნაირად ჩანს Gmail-ში, Outlook-სა და ტელეფონზე.

საკონტაქტო ფორმა — „უპასუხე“ ღილაკით
საკონტაქტო ფორმა — „უპასუხე“ ღილაკით
ზარის მოთხოვნა — „დარეკე“ ერთი დაჭერით
ზარის მოთხოვნა — „დარეკე“ ერთი დაჭერით
ადმინის შესვლის კოდი
ადმინის შესვლის კოდი
08

სამი ენა — KA · EN · RU

საიტის ყველა ტექსტი ბაზიდან მოდის და სამ ენაზე რედაქტირდება. თუ თარგმანი ჯერ არ არის, საიტი საუკეთესო ხელმისაწვდომ ვერსიას აჩვენებს — ტექნიკური გასაღები ვიზიტორს არასდროს უჩანს. გადაათრიე სლაიდერი.

ერთი გვერდი ორ ენაზე
ქართულიEnglish
09

ადმინ პანელი

ცალკე, დახურული სივრცე გვერდითი მენიუთი და ცხრა განყოფილებით — საიტის მსგავს მუქ სტილში.

  • მიმოხილვა: მთავარი ციფრები, სწრაფი მოქმედებები და სტატუსი
  • ყოველი მოქმედება მოკლე დადასტურებით სრულდება
  • წაშლამდე ყოველთვის ეკითხება
მიმოხილვა
10

კონტენტის მართვა

პროექტები ფოტო-ბარათებადაა. სათაური და აღწერა პირდაპირ ბარათზე რედაქტირდება სამ ენაზე — წერტილი აჩვენებს, რომელი ენაა ცარიელი.

  • ატვირთვა მოწმდება: ნამდვილი სურათი, 12 MB-მდე, შემთხვევითი სახელი
  • ფოტოს შეცვლისას ძველი ფაილი სერვერიდან იშლება
  • სერვისის აიქონი ასობით აიქონიდან ძებნით ირჩევა
პროექტები ბარათებად
11

ტექსტები და თარგმანები

საიტის ყველა ტექსტი ერთ ადგილზეა. ფერადი ნიშნები აჩვენებს, რომელ ენაზე აკლია თარგმანი.

  • ძებნა გასაღებით ან ნებისმიერი სიტყვით
  • ფილტრები „აკლია RU“, „აკლია EN“
  • შეცდომისას ჩაწერილი არ იკარგება
ტექსტები, ფილტრები და ენების ნიშნები
12

ფოსტის პარამეტრები

ყველაფერი, რაც ადრე კოდში იყო ჩაწერილი, ახლა პარამეტრებშია: როგორ იგზავნება წერილები და სად მოდის.

  • სერვერის ფოსტა (პაროლის გარეშე) ან ნებისმიერი SMTP
  • „სატესტო წერილი“ — შემოწმება ერთი დაჭერით
  • სოც. ქსელები, WhatsApp და რუკა — მაშინვე საიტზე
ფოსტის პარამეტრები SMTP-ით
13

ტელეფონზე

საიტი პირველ რიგში ტელეფონისთვის დაპროექტდა — ადმინ პანელიც, რომ კონტენტი სამშენებლო ობიექტიდანაც განახლდეს.

მთავარი
მთავარი
მენიუ დარეკვის ღილაკით
მენიუ დარეკვის ღილაკით
სერვისები
სერვისები
პროექტები
პროექტები
ზარის მოთხოვნა
ზარის მოთხოვნა
ადმინის შესვლა
ადმინის შესვლა
ადმინ პანელი
ადმინ პანელი
პროექტები ადმინში
პროექტები ადმინში
14

უსაფრთხოება

რედიზაინისას ძველი კოდი გადამოწმდა და ყველა ნაპოვნი ხარვეზი გასწორდა.

01ორეტაპიანი შესვლა

პაროლი + ერთჯერადი კოდი ელ-ფოსტაზე, მხოლოდ @ln.ge ან დაშვებულ მისამართებზე.

02დაბლოკვა

ხუთი არასწორი პაროლი — 15 წუთი; კოდს 5 მცდელობა და 10 წუთი აქვს.

03CSRF და SQL

ყველა ფორმა CSRF-ით დაცული, ყველა მოთხოვნა prepared statements-ით.

04ატვირთვები

მხოლოდ ნამდვილი სურათები, ზომის ლიმიტი, შემთხვევითი სახელები.

05სერვერის წესები

ლოგები, ასლები და კონფიგურაცია ვებიდან არ იწერება; HTTPS სავალდებულოა.

06ძველი ხვრელები

ავტორიზაციის გარეშე ცვლადი გვერდები და დიაგნოსტიკის გვერდი დაიხურა.

15

ტექნოლოგიები

01Backend

PHP 8.3 · mysqli prepared statements · PHPMailer

02მონაცემთა ბაზა

MySQL / MariaDB — არსებული სტრუქტურა შენარჩუნდა

03Frontend

საკუთარი CSS დიზაინ-სისტემა · vanilla JavaScript · SweetAlert2 · GLightbox · SortableJS

04შრიფტები

BPG Nino Mtavruli · Noto Sans Georgian · Manrope

05SEO

hreflang · meta აღწერა · Open Graph

06ჰოსტინგი

cPanel · HTTPS · .htaccess დაცვა

გჭირდებათ ასეთი საიტი თქვენი კომპანიისთვის?

ბრენდზე მორგებული დიზაინი, სამი ენა და ადმინ პანელი, საიდანაც ყველაფერს თავად მართავთ. ეკრანის სურათები გადაღებულია საიტის სატესტო ასლზე; ზოგიერთი ციფრი, ტექსტი და პირი სადემონსტრაციოა.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. დაწვრილებით.