საფორთი

საიტის მხარდაჭერა და კონტენტის განახლება

საიტს, როგორც ნებისმიერ სისტემას, მოვლა სჭირდება. ვზრუნავთ, რომ ის ყოველთვის მუშაობდეს, სწრაფად იტვირთებოდეს და დაცული იყოს, ტექსტებსა და სურათებს კი თქვენი მოთხოვნით ვანახლებთ.

საიტი, რომელიც არ ძველდება

გაშვების შემდეგ საიტზე მუშაობა არ მთავრდება. საჭიროა სისტემის განახლება, სარეზერვო ასლები, სერტიფიკატის და დომენის ვადების კონტროლი და ახალი კონტენტი, რომ Google-მაც და კლიენტმაც დაინახოს, რომ კომპანია აქტიურია.

მხარდაჭერა შეგვიძლია ავიღოთ როგორც ჩვენ მიერ აწყობილ, ისე სხვა გუნდის მიერ შექმნილ საიტზე. ჯერ ვამოწმებთ მის მდგომარეობას და გეუბნებით, რა საჭიროებს ყურადღებას.

რას მოიცავს

განახლებები

სისტემისა და კომპონენტების რეგულარული განახლება.

სარეზერვო ასლები

ასლები, საიდანაც საიტი სწრაფად აღდგება.

უსაფრთხოება

SSL, დაცვა შეტევებისგან და მონიტორინგი.

სიჩქარე

სურათების ოპტიმიზაცია და ჩატვირთვის დროის კონტროლი.

კონტენტის განახლება

ტექსტები, სურათები, სიახლეები და ფასები თქვენი მოთხოვნით.

მცირე ცვლილებები

ახალი ბლოკები, ფორმები და გვერდები.

როგორ ვიწყებთ

შემოწმება

ვამოწმებთ საიტის სიჩქარეს, უსაფრთხოებას და ვერსიებს.

მოწესრიგება

ვასწორებთ, რაც დაუყოვნებლივ საჭიროებს ყურადღებას.

რეგულარული მოვლა

განახლებები, ასლები და მონიტორინგი.

თქვენი მოთხოვნები

კონტენტს და ცვლილებებს შეთანხმებულ ვადაში ვაკეთებთ.

პაკეტები და ფასები

საიტის კონტენტის განახლება

100 ₾ / თვეში

ტექსტები, ბანერები, პროდუქტები — ყოველთვიურად.

შეთავაზების მოთხოვნა

ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ზუსტ შეთავაზებას თქვენს საჭიროებაზე მოვარგებთ.

ხშირად დასმული კითხვები

სხვის მიერ აწყობილ საიტსაც მოუვლით?
დიახ. ჯერ საიტს ვამოწმებთ და გეუბნებით, რა მდგომარეობაშია და რა სჭირდება.
რამდენ ხანში აკეთებთ ცვლილებას?
ვადებს მხარდაჭერის პირობებში ვათანხმებთ. სასწრაფო ტექნიკურ პრობლემას პრიორიტეტულად ვაგვარებთ.
საიტი თუ გატყდა, მონაცემები დაიკარგება?
რეგულარული სარეზერვო ასლების წყალობით საიტს ბოლო ასლიდან აღვადგენთ.

თქვენი საიტი ჩვენ მოვუაროთ

გამოგვიგზავნეთ საიტის მისამართი. შევამოწმებთ და გეტყვით, რა სჭირდება.

დაგვიკავშირდით

სხვა სერვისები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. დაწვრილებით.