Appy.ge გახდა Adobe-ის სერტიფიცირებული რესელერი
Appy.ge Adobe-ის სერტიფიცირებული რესელერი (Adobe Certified Reseller) გახდა. შედეგად, Adobe-ის ლიცენზიებს ორგანიზაციებს ვაწვდით და ვააქტიურებთ Adobe-ის VIP პროგრამის ფარგლებში.
პროდუქტები: Creative Cloud for teams, როგორც სრული პაკეტის, ისე ცალკეული აპლიკაციების სახით (Photoshop, Illustrator, InDesign, Premiere Pro, After Effects და სხვ.), Acrobat Pro და Acrobat Sign, Adobe Stock, Substance 3D და Adobe-ის სხვა პროდუქტები.
რას ნიშნავს ეს ჩვენი კლიენტებისთვის: ლიცენზიის შეძენა შესაძლებელია ადგილობრივად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან, სრული საბუღალტრო დოკუმენტაციით. ამასთან, გეხმარებით ლიცენზიის შერჩევაში, ვმართავთ ორგანიზაციის Admin Console-ს, ვაყენებთ აპლიკაციებს და ვუზრუნველყოფთ შემდგომ მხარდაჭერას.
VIP პროგრამის პირობები: ლიცენზია ფორმდება ერთი წლით ან მეტი ვადით, ხოლო ორგანიზაციის ყველა ლიცენზია ერთ განახლების თარიღს ექვემდებარება. ვადის განმავლობაში დამატებული ლიცენზიის ღირებულება პროპორციულად ითვლება ამ თარიღამდე. ლიცენზიებს ორგანიზაცია მართავს და თანამშრომლის შეცვლისას ლიცენზია სხვა მომხმარებელს გადაეცემა.
ამიერიდან Appy.ge სამი გლობალური კომპანიის ოფიციალური პარტნიორია: Microsoft, Google და Adobe. ამ კომპანიების პროდუქტებს ერთი გუნდი გაწვდით და ერთიან მომსახურებას გიწევთ.
შეკვეთა: გახსენით გვერდი https://appy.ge/adobe/ ან პირად კაბინეტში აირჩიეთ სასურველი პროდუქტი და გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა. ოფიციალურ შეთავაზებას მოკლე ვადაში მიიღებთ.