იტვირთება...
სიახლეები

Appy გახდა Google-ის ოფიციალური პარტნიორი

21 სექტემბერი 2026 3 წთ საკითხავი
Appy გახდა Google-ის ოფიციალური პარტნიორი

შპს „სამუ ჯორჯია“ — ბრენდით Appy — Google-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ერთი წინადადებით რომ ვთქვათ: ქართულ კომპანიებს Google Workspace-ის დანერგვასა და მომსახურებას აწი ოფიციალურად ვთავაზობთ.
პარტნიორობა ფორმალობა არ არის. ის ნიშნავს, რომ თქვენი კორპორაციული ფოსტის გამართვას, ძველი პროვაიდერიდან მიგრაციასა და შემდგომ მხარდაჭერას ერთი გუნდი აკეთებს და ამაზე პასუხისმგებლობასაც ერთი გუნდი იღებს.
რას ვაკეთებთ კონკრეტულად. ვადასტურებთ და ვამართავთ დომენს — MX, SPF, DKIM და DMARC ჩანაწერებს, რათა თქვენი წერილები სპამში არ მოხვდეს. ვქმნით ინდივიდუალურ ანგარიშებს თითოეული თანამშრომლისთვის, ჯგუფებს, ალიასებსა და საერთო მისამართებს. ვაწყობთ უსაფრთხოების პოლიტიკას: ორეტაპიან ავთენტიფიკაციას, მოწყობილობების მართვასა და წვდომის დონეებს.
მიგრაცია ცალკე საკითხია და კომპანიებს სწორედ ის აფრთხობთ ხოლმე. ძველ წერილებს, კონტაქტებსა და კალენდარს cPanel-დან, Outlook-დან, Yandex-დან თუ სხვა პროვაიდერიდან ფონურ რეჟიმში გადმოვიტანთ. ძველი საფოსტო ყუთი ადგილზე რჩება მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ გადმოვიდა, ხოლო MX ჩანაწერებს მხოლოდ მაშინ ვცვლით, როცა ახალი გარემო უკვე მზადაა. ამიტომ ფოსტის მუშაობა არ წყდება.
გადახდა გამჭვირვალეა და ორ დამოუკიდებელ ნაწილად იყოფა. Google-ის ლიცენზიის საფასურს პირდაპირ Google-ს უხდით, თქვენივე საბილინგო ანგარიშიდან — ჩვენ ამ თანხას არაფერს ვამატებთ. ჩვენს მომსახურებას კი ცალკე იხდით, ლარში, წინასწარ შეთანხმებული ფასით.
ანგარიში თქვენს კომპანიაზე რეგისტრირდება და ადმინისტრატორის წვდომა თქვენ გეკუთვნით. ჩვენ ვმუშაობთ თქვენი ნებართვით და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაგვიუქმოთ წვდომა.
გამართვით საქმე არ მთავრდება. ახალი თანამშრომლის დამატება, დავიწყებული პაროლი თუ ახალი დომენი — ამ ყოველდღიურ საკითხებზე ქართულენოვანი მხარდაჭერა გექნებათ სამუშაო საათებში.
დაწყება მარტივია: მოგვწერეთ, რამდენი მისამართი გჭირდებათ და დღეს რომელ პროვაიდერს იყენებთ. აუდიტის შემდეგ ზუსტ შეთავაზებასა და ვადებს მოგამზადებთ. დეტალური ინფორმაცია Google Workspace-ის გვერდზეა: https://appy.ge/google-workspace/

გააზიარე:

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. დაწვრილებით.